Tuesday, October 23, 2018

პროგრამა

       სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის პროგრამა.
                                    სახელწოდება ,,პალიტრა“
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის მოსწავლეები ხატვის წრეზე შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს, გამოიყენებენ სახვითი ხელოვნების ძირითად ელემენტებსა და პრინციპებს შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების განვითარებისათვის. უკეთ გაეცნობიან სხვადასხვა მასალაში შესრულების ტექნიკას და შესაბამისი მეთოდებით დაეუფლებიან ხატვის უნარებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმების კომბინაციას, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, შეასრულებენ სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებს, წარმოსახვისა და საკუთარი ფანტაზიის საფუძველზე. მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ადამიანის სხეულის აგების და მისი პროპორციების შესახებ და ა.შ. სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. I-II-III კლასის მოსწავლეები გამარტივებული ფორმებით შეისწავლიან ზემოთ ნახსენებ თემებს. ხოლო IV-V-VI კლასის მოსწავლეებთან გაიზრდება მეცადინეობის სირთულე, ისე თემების მრავალფეროვნება და მათ დაემატებათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სიმეტრია და ასიმეტრია გეომეტრიული ფორმების დახმარებით. ამ ცნების ასახვა ნამუშევარში, დინამიკური და სტატიკური ფიგურები. ისინი მათი დახმარებით შექმნიან როგორც გრაფიკულ ასე ფერწერულ ნამუშევრებს. მათ ასევე მოუწევთ ჩანახატებისა და ესკიზების შექმნის ტექნიკის ათვისება. თუმცა გარდა აკადემიური ხატვის საფუძვლების ზემოთ მოყვანილი მცირე ჩამონათვალისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეების აბსტრაქტული აზროვნების უნარების გაღრმავება. ამიტომ გარდა ტექნიკის დახვეწისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მოსწავლეების მხრიდან ყველანაირ კრეატიულ იდეას და  ხელს შევუწყობ მათ განხორციელებას. ასევე მოვაწყობ როგორც პერსონალურ ისე საერთო გამოფენას, ესტუმრებიან სამხატვრო სასწავლებელს შეხვდებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ხატვის წრეზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთი დღე ხუთშაბათს ,  წრის ხანგრძლივობა ერთი სემესტრი.




         
წრის დასახელება
,,პალიტრა“
წრის მოკლე დახასიათება
 

კურსის განმავლობაში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სხვადასხვა ტექნიკას და მასალას განუვითარდეთ ხატვის უნარი.





No comments:

Post a Comment